„არსენალისა“ და დანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი, რომელიც, ამჟამად ნორვეგიის „რუსენბორგში“ გამოდის, პოლიციაში კოპენჰაგენში ტაქსისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო მოხვდა.
როგორც უცხოური სპორტული გამოცემები იტყობინებიან, ბენდტნერი ტაქსის მძღოლს ფიზიკურად დაუპირისპირდა და ყბა გაუტეხა. ინციდენტის შემდეგ, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტაქსის მფლობელმა კომპანიამ ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლა.