„ნიკემ“ ნაკრების მოთამაშე დაიმატა - 19-წლამდელი გოგონები აზერბაიჯანს შეხვდებიან
„ნიკემ“ ნაკრების მოთამაშე დაიმატა - 19-წლამდელი გოგონები აზერბაიჯანს შეხვდებიან
ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ნიკემ” გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული დაკარგა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
 
ვიცე-ჩემპიონი სეზონს ახალი ტრანსფერით იწყებს. გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „ნიკეს” გამოცდილი მცველი ნათია სხირტლაძე დაუბრუნდა. მან ქალთა ეროვნულ ნაკრებში 60 მატჩი ჩატარა და ერთი გოლი გაიტანა.
გუნდიდან 19-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებში შვიდი სპორტსმენი გამოიძახეს: ანი აკობიძე, ლიზი მწყერაშვილი, ნათია დანელია, მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე, მეგი ეჯიბია და ანა ჯოჯუა.
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდი 22 იანვრიდან თბილისში, სასტუმრო „ბომონ გარდენში“ შეიკრიბება, საწვრთნელ შეკრებას გაივლის და აზერბაიჯანის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. თამაშები ვარკეთილის სტადიონზე 27 და 29 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.