ნიკა ნინუა 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GFF AჭAღDშ- ზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოებში დაასახელეს – თბილისის „დინამოს“ კაპიტანი 2019 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს. ამას გარდა, დაჯილდოებაზე ნიკა ნინუა სეზონის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს.
„ასეთი დაფასებით გახარებული ვარ. ამ პრიზის მიღება ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ შენი შრომა ფასდება. მადლობა „დინამოს“, ჩემი ეს წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა“ – ამბობს ნიკა ნინუა
განვლილი სეზონი ნიკა ნინუასთვის გამორჩეული გამოდგა. 20 წლის ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ კაპიტნად აირჩიეს, ეროვნულ ლიგაში 31 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა – ბოლო მაჩვენებლით ნინუა ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტებში მოხვდა.