ნიკა მელიას საქმის პროკურორი - არსებულ მოცემულობაში, არ არსებობს სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ არსებულ მოცემულობაში, არ არსებობს სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.
„ფაქტია, რომ ნაკლებად მზღუდავმა გირაომ ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები, სამართლებრივად არ არსებობდა არანირი სხვა სივრცე, პატიმრობის გამოყენების გარდა.
ამ მოცემულობაში, არ არსებობს სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოყენებული პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ცნობილია, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.