ნიკა მელია - დემოკრატიულმა ტალღამ უნდა წალეკოს რეჟიმი, უნდა ვარყიოთ, ვიდრე არ ჩამოინგრევა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, რომელიც დასრულდება ახალი არჩევნებით და ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
„დემოკრატიულმა ტალღამ უნდა წალეკოს რეჟიმი, რეჟიმი უნდა ვარყიოთ, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ნაწილობრივი წარმატებები უკვე მიღწეულია. მიღწეულია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათ არ აქვთ აღიარება ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს, მათ შორის, თქვენი და სხვების დამსახურებაა, რომლებმაც შევძელით ბევრი კონკრეტული მტკიცებულების ამ ეტაპზევე წარდგენა საზოგადოებისთვის საერთაშორისო დონეზე, რომ სისტემური იყო არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა ნიკა მელიამ მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებისთვის მიმართვისას.