ნიკა მელია - დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, ყოფას გიტირებთ, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება
ნიკა მელია - დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, ყოფას გიტირებთ, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება

დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, ყოფას გიტირებთ, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში გამართულ აქციაზე.

მელიას თქმით, „ყველა კანონიერ ქურდს სახეში სილა მოხვდება ქართველი ერისგან“.

„ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვემზადებით ლავასოღლების დასამარცხებლად და კანონიერი ქურდების და ვიღაცა მზაკვრების. ვერც ერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, ვერც ერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული, ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება პოლიტიკაში; დიახაც, არ იქნება, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა კანონიერ ქურდს სახეში სილა მოხვდება ქართველი ერისგან და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე, პირადად, ყველა კანონიერ ქურდს, დიახაც, რომელიც ჩვენ ამაგდარ უფროსი თაობის წარმომადგენლებს გვიჩაგრავენ, ხალხნო. შედიან, პასპორტებს ართმევენ ჩაგრავენ, სუს-ში შეურაცხყოფას აყენებენ. ამ ვითომ რაღაცა შავი სამყაროს მათი თავსმოხვეული გაგებით და ძალაუფლებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მისცა და სამწუხაროდ, მენანება უბრალოდ, მართლაც რამდენი პოლიციელი. განა პოლიციელებმა არ იციან, რომ კანონიერ ქურდებს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მისცა და თან ათანამშრომლებს სუს-თან? ამას ხომ არ ვიგონებ, ხალხნო. ეს ასე ხომ არის? პოლიციელი ხედავ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტაქტივი მოჰყავს, ძალადობენ და ვერაფერს ვერ აკეთებენ, ხალხნო, გული მოგიკვდება, რადგანაც ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრი ღირსეულია და ტყვეობაში არიან. არ ეწყინოთ ახლა, ისმენენ, პოლიციელები ჰყავთ კანონიერ ქურდებს ტყვეობაში აყვანილი. სიმართლეს სანამ არ ვიტყვით და არ ვიტყვით, რომ კრიმინალი არის დასამარცხებელი, რომელიც ხელისუფლების სახით არის უკვე წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში ვიღაცა ლავასოღლი. რატომ უნდა იცოდეს ვიღაცა კრიმინალი, მოძალადე, ჩემი და თქვენი შვილების მომავლის მომპარავის სახელი და გვარი თუნდაც უმცროსი თაობის წარმომადგენელმა. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ამ ადამიანებით ახლა რომ ხელების გადაგრეხვით გვამარცხებთ, ამას შევეგუებით?! პირიქით, ამაყი ვიქნები, ხალხო, ასეთ უღირს ადამიანებთან ბრძოლაში გამარჯვებით ხომ ვიქნებით და დაცემითაც ვიქნებით. დაცემით და სულის დალევითაც ვიქნებით. ვერც ერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიხარებს. დიახაც, ვერ გაიხარებს. აი, ლავასოღლები, ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები, ყოფას გიტირებ და მეტსაც“, – განაცხადა მელიამ აქციაზე.

ნიკა მელიას თქმით, კანონიერმა ქურდებმა არ უნდა წაიღონ ქვეყნის მომავალი.

„74 წლის მამასთან ერთად შემოვედი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად და არა იმიტომ, რომ ვიღაცა კანონიერმა ქურდებმა წაიღონ ამ ქვეყნის მომავალი. გამორიცხულია, შეუძლებელია, ხალხნო, არ მომასვენებს და არ მასვენებს თავმოყვარეობა.

მოვალე ვარ, როდესაც ვიცი, რომ ბათუმში ვიღაცა, ბოდიში და, თავხედი „კანონიერი ქურდი“ ძალადობს, ხალხნო და მე უნდა მერქვას ახლა პოლიტიკოსი, ჰალსტუხი უნდა გავიკეთო, სტუდიებში უნდა ვიარო და გავეპრანჭო ახლა პოტენციურ ელექტორატს, როდესაც ვიცი რომ სოფელ-სოფელ და უბან-უბან, ვიღაცა ვიგინდარები დადიან ხელისუფლების სახელით და კანონიერი ქურდები და კრიმინალები უნდა ერქვას?! არ არსებობს ხალხნო, ტყვია შუბლში მირჩევნია მომხვდეს, ვიდრე ამ რეალობას შევეგუო.

კვლავ გვიწევს დამარცხება კანონიერი ქურდების, კვლავ გვიწევს დამარცხება კრიმინალის და კორუმპირებული ადამიანების და ჩვენ დავამარცხებთ. ეს გამოცდილება გვაქვს მიღებული; სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს მეორე წრეზე წასვლა, მაგრამ ერთობით, კიდევ უფრო მეტად გააზრებით, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ვიცით, რასაც ვიზამთ. ამიტომ, გამარჯვება ქართველ ხალხს. ძირს კანონიერ ქურდები და კანონიერი ქურდების ინსტიტუტი. ყოფას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო. აი, ყოფას გიტირებთ, გეუბნებით, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება, არ იქნება, რადგანაც გვინდა, თავისუფალ გარემოში გავზარდოთ ჩვენი შვილები და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნებზე წავიდნენ ხმის მისაცემად; არ გვინდა, იმ დროში ვაცხოვროთ ჩვენი შვილები, სადაც ხმის მიცემასთან ერთად ხმის დაცვაც მოუწევთ.

დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო; აი, როგორც გინდათ, გაიგეთ – დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, დედას გიტირებთ; აი, ეგრე იქნება. ვიმეორებ, კანონიერ ქურდებს დედას გიტირებთ, რადგან პარავთ მომავალს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს. აი, ასე მოკლედ და კონკრეტულად; დავეჭიდოთ მაშინ, ვნახოთ, სად არის სიმართლე, კრიმინალების მხარეს არის სიმართლე თუ სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს. დიდი მადლობა და გკოცნით“, – განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე გამოსვლისას.