ნიკა კვეკვესკირმა პირველ არხთან განაცხადა, რომ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წარმატება დამსახურებულია. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ გუნდს მეტი შეუძლია.
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა ქართველ ხალხს ეს ზეიმი ვაჩუქეთ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ფეხბურთელებისთვის, რადგან ჩვენ ხალხისთვის ვთამაშობთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ერთსულოვნებით წარმატებულ სვლას მომავალშიც გავაგრძელებთ. წინ ნახევარფინალია და ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი დაგვრჩა. მთავარია, ეს გზაც წარმატებით გავიაროთ. მჯერა, რომ ქართველ ხალხს კიდევ გავახარებთ“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი პირველ არხთან.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლო ტურში საქართველომ ყაზახეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა.