ნიკა კვეკვესკირი - „ლეხს“ ბათუმის „დინამოსთან“ მეტი შანსი აქვს #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - „ლეხს“ ბათუმის „დინამოსთან“ მეტი შანსი აქვს #1TVSPORT

პოზნანისლეხის“ ქართველი ლეგიონერი, ნიკა კვეკვესკირი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჯონ ვან დენ ბრომთან ერთად იმყოფებოდა მედიასთან შეხვედრაზე და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ მოახლოებულ მატჩზე საუბრისას სინანული გამოხატა, რომ ქართველებთან დაპირისპირება მოუწევს.

„ჩვენ „დინამოზე“ უკეთესი და უფრო ხარისხიანი გუნდი ვართ, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე. „სლოვანთან“ „დინამოს“ მატჩებს ვუყურე და ბათუმელმა თავი კარგად გამოიჩინეს და აშკარად არ გაუმართლათ. „დინამოს“ აქვს თავისი სტილი და თამაშის ხედვა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია. ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა. სამწუხაროა, რომ ხვალ ჩემი თანამემამულეების წინააღმდეგ ვითამაშებთ“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა მატჩში გუნდების შანსები შეაფასა:

„მათ ჩვენთან გაუჭირდებათ და „დინამოს“ წარმატებას არ ვუწინასწარმეტყველებ, რადგან ექსტრაკლასა საქართველოს ლიგაზე უფრო მაღალ დონისაა, სადაც ბათუმის „დინამო“ ლიდერობს. თუმცა ეს არის გუნდი, რომელსაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე მწვრთნელი ჰყავს, ერთი და იგივე ხედვა და ტაქტიკა აქვს“.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პოზნანისლეხსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის ხუთშაბათს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.