პოლონეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში „რაკუვთან“, შეიძლება, მონაწილეობა მიიღოს ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც ტრავმის შემდეგ „ლეხს“ დაბრუნდა, – ინფორმაციას პოლონური გამოცემა gloswielkopolski ავრცელებს.
„გუნდის მწვრთნელისთვის, ჯონ ვან დენ ბრომისთვის სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ხუთშაბათის მატჩისთვის ნიკა კვეკვესკირი მზად იქნება“, – წერს გამოცემა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ ერთში ითამაშა, 20 აგვისტოს სტუმრად ვროცლავის „შლიონსკთან“.
ტრავმის გამო გამოცდილმა ნახევარმცველმა გამოტოვა სექტემბრის დასაწყისში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებიც.
„ექსტრაკლასას“ მე-6 ტურის მატჩი პოზნანში „ლეხსა“ და „რაკუვს“ შორის 28 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი 5 ტურის შემდეგ მე-6 პოზიციაზეა.