ნიკა კვეკვესკირი - 30 წლის ვარ, მაგრამ უკეთ თამაშიც შემიძლია #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - 30 წლის ვარ, მაგრამ უკეთ თამაშიც შემიძლია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი პოზნანისლეხისვებგვერდმა „შორიდან დარტყმების სპეციალისტად“ მონათლა, რადგან დუბაიში გამართულ შეკრებაზე, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ფრედ დასრულებულ ამხანაგურ მატჩში (2:2) ქართველმა ლეგიონერმა ულამაზესი გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში პირველი შორიდან გატანილი გოლი არ იყო.

ქართველმა ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მეორე ამხანაგურ მატჩში საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა. შორიდან გოლები მისთვის ახალი არ არის. „ლეხში“ გამოსვლის განმავლობაში 30 წლის ფეხბურთელმა სამჯერ აიღო მეტოქის კარი და ყოველ ჯერზე ამას საჯარიმო მოედნის გარედან ახერხებდა.

„გოლს ვერ გავიტან, თუ შორიდან არ დავარტყამ – მე ხომ კარს არასდროს ვუახლოვდები. ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ კარგი დარტყმა მაქვს. ჩემი თამაშით არ ვარ კმაყოფილი, გუნდში ბომბარდირი არასდროს ვყოფილვარ, მოედანზე კი სხვა ამოცანები მაქვს. ჩემი მთავარი მიზანია თამაშის წარმართვა, გუნდის და თანაგუნდელების დახმარება“, – ამბობს ქართველი ნახევარმცველი.

თუმცა, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი აღიარებს, რომ გოლების გატანა ძალიან მოწონს.

„რა თქმა უნდა, გოლების გატანა ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული მომენტია. ამიტომ მეტი გოლი გამახარებს და ამას აუცილებლად ვეცდები. ამ უნარის გაუმჯობესებაზე ვვარჯიშობ. მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ვარ, ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ასპექტში მაინც შემიძლია უკეთ ვითამაშო“.