ეროვნული ლიგის კლუბები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან და ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ.
წყალტუბოს „სამგურალმა“ მორიგი ტესტმატჩი „სპაერის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 5:2 დაამარცხა. წყალტუბოს სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს ნიკა ხორხელმა, თედო კიკაბიძემ, ალექსანდრე ვერულიძემ (პენალტით), დემურ ჩიხლაძემ და ნიკა კალანდარიშვილმა (პენალტით).
აღსანიშნავია, რომ „სამგურალს“ ნიკა ხორხელი დაუბრუნდა, რომელიც 2024 წლის თებერვალში იჯარით ისრაელის პრემიერლიგის კლუბში, იერუსალიმის „ბეითარში“ გადავიდა, მაგრამ წყალტუბოს კლუბმა სეზონის დასკვნით ეტაპზე გასაძლიერებლად დაიბრუნა.
ეროვნული ლიგის ლიდერმა, „დილამ“ კი მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური მატჩი გორში თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.