ნიკა კაჭარავას „პანევეჟისი“ ლიეტუვის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ნიკა კაჭარავას „პანევეჟისი“ ლიეტუვის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ნიკა კაჭარავას „პანევეჟისი“ ლიეტუვის ჩემპიონია. ქართველი თავდამსხმელის გუნდი A ლიგის 34-ე ტურში მესამეადგილოსან „ჰეგელმანს“ სტუმრად დაუზავდა (0:0) და კონკურენტებისთვის უკვე მიუწვდომელია.

„პანევეჟისმა“ 32 თამაში ჩაატარა, ორი შეხვედრა მარაგში აქვს, მაგრამ 81 ქულა დააგროვა და ლიეტუვის ყველაზე ცნობილი კლუბი „ჟალგირისი“ ვეღარ დაეწევა, რომელმაც 33 მატჩში 71 ქულა მოიპოვა.

29 წლის ქართველი თავდამსხმელი „პანევეჟისს“ ზაფხულში ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა. ნიკა კაჭარავამ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ლიეტუვის „პანევეჟისი“ კაჭარავასთვის მე-10 კლუბია. მან პროფესიული კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო. უთამაშია ყაზანის „რუბინში“, „როსტოვში“, „ახნასში“, „ანორთოსისში“, კიელჩეს „კორონაში“, პოზნანის „ლეხში“, ასევე სამხრეთკორეულ „ჩონამისა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.

ნიკა კაჭარავა იყო საქართველოს ნაკრების წევრი. ეროვნული გუნდის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.