ნიკა გვარამია - ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი, პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ, იჭორავა
ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი, პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ, იჭორავა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც მას ბრალის დადგენილება გააცნეს.
პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია.
„პირდაპირ მინდა ვთქვა, დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი, პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ, იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით რომელიც ალბათ დაუწერეს, მაგრამ ციხეში გულუაშვილი მოხვდება მაინც. ისიც, გააყალბა ფაქტები და არ თქვა, რომ ამაში იყო ფული გადახდილი ჩემ მიერ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ბინების ეპიზოდი ბრალში არ რის, ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და იყო მოყვანილი ნახევრად სწორი ფაქტები.
ამიტომ, პროკურორი გულუაშვილი აუცილებლად მისცემს ჩვენებას, ჯერ ვინ დაუწერა და მერე თვითონ ეს ნაბიჭვარი მიხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, რაც შეეხება ამ ბრალს, ეს ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე.
„ეს არის კატასტროფული სამარცხვინობა, ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. პროკურატურა ვერც კერავს საქმეებს, რაც მთავარია. აი, ეს ნაბიჭვრები იქნებიან ძალიან მკაცრად დასჯილი. მე არ წავიკითხავ, ეს არის სამარცხვინო, ეს არის კატასტროფა, რაც გულუაშვილმა გააკეთა. ყველა ეს ნაბიჭვარი, ვინც ამ საშინელებას აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ნაგლეჯები იმისთვის, რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, ყველა პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე აუცილებლად მიხდება ციხეში. არ ვაპატიებთ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას. უზურპატორი უნდა წავიდეს და წავა აუცილებლად. თუ აპირებს არჩევნების ჩატარებას, მაშინ წავა არჩევნებით და ეს არის ყველაზე კარგი შანსი მისთვის, რომ გადარჩეს. ნებისმიერ სხვა ვითარებაში, პოლიტიკური ლიდერების დაჭერებით, ამას არ ერქმევა არჩევნები, ამას ჰქვია პუტინის სტილის არჩევნები. ამ ქვეყანაში რა პლატფორმაც არ უნდა იყოს დედ..ლი სვავის გასაგდებად მივიღებ მონაწილეობას, თუ გინდა კომბალს დავიჭერ, თუ გინდა საარჩევნო მანდატს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჯერ არ არის ცნობილი მთავარი პროკურატურა აღკვეთის რა ღონისძიების გამოიყენებს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ.