ნიკა გაგნიძე საუკეთესოა - ეროვნულმა ლიგამ მეოთხე წრის ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT
ნიკა გაგნიძე ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელია – ეს გადაწყვეტილება საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდის ადმინისტრაციამ გამოაცხადა.
20 წლის ნახევარმცველი გორის „დილას“ აღზრდილია და მისი ფორმით 16 წლიდან თამაშობს. იგი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე 2020 წლიდან გახდა, ხოლო წლევანდელ სეზონში „დილას“ ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ მოგვევლინა.
წელს ნიკამ 28 მატჩი ჩაატარა და 7 ბურთის გატანა მოახერხა, რასაც 2 საგოლე გადაცემა მიამატა. რაც შეეხება მეოთხე წრის მატჩებს – გაგნიძემ 9 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
ის დაცვითი სტილის ნახევარმცველია, მის ფუნქციებში შედის მოედნის ცენტრში მეტოქისთვის ხელის შეშლა და ბურთის სწრაფი ატანა. გორის „დილამ“ სეზიონი მესამე ადგილზე რომ დაასრულა, ამაში ნიკა გაგნიძემ საკამოდ დიდ როლი ითამაშა.
მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იწვევენ – „დილას“ მოთამაშემ ინგლისთან მოგებულ (3:2) შეხვედრაშიც მოირგო ნაკრების ფორმა.