ნიკა გაგნიძე - დიდი ხანია, არ მითამაშია, დუბლით დაბრუნება ძალიან მიხარია #1TVSPORT
ნიკა გაგნიძე - დიდი ხანია, არ მითამაშია, დუბლით დაბრუნება ძალიან მიხარია #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალისა“ და გორის „დილას“ მატჩის ბედი 20 წლის ნიკა გაგნიძემ გადაწყვიტა. ეროვნული ლიგის 22-ე ტურში გორელებმა გასვლით შეხვედრაში 3:1 იმარჯვეს.

წყალტუბოს „სამგურალთან“ ერთი ბურთი ოსმანე კამარას ანგარიშზეა, დუბლი კი ნიკა გაგნიძემ გაიფორმა, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მოთამაშემ მატჩი შეაფასა.

„ეს თამაში სატურნირო თავალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. მართალია, ასეთ მინდორზე ფეხბურთის თამაში რთულია, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება შევძელით. რაც შეეხება ჩემს ორ გოლს, დიდი ხანია, ნათამაშები არ მქონდა – ასეთი დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ჩემს თანაგუნდელებს ბრძოლისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ნიკა გაგნიძემ.

იგი გორის „დილაში“ 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.