გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ძალამიძე გორის „დილაში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ ჩარიცხულა. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი გორელთა კლუბის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის მიწვევით გუნდში სინჯებზე იმყოფება.
ჯერჯერობით უცნობია, ძალამიძე „დილას“ მაისურს მოირგებს თუ არა. ამავე დროს, არის ინფორმაცია, რომ მისით ეროვნული ლიგის ლიდერი ბათუმის „დინამოა“ დაინტერესებული. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რა ეტაპზეა მისი ტრანსფერი.
2009 წლის 18 დეკემბერს, ნიკა 17 წლის იყო, როდესაც იჯარის წესით ზუგდიდის „ბაიადან“ მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა. 2011 წლის თებერვალში ძალამიძე ლოძის „ვიძევში“ ერთწლიანი იჯარით გაუშვეს.
ძალამიძე იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებების წევრი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს შვიდი მატჩი, მაგრამ ბოლო დროს უთამაშებელი იყო – 2019 წელს „რუსთავში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.