ნიკ ნურსი დიდი ალბათობით 2019 წლის ჩინეთის მსოფლიო ჩემპიონატზე კანადის ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს
„რეპტორსის“ მთავარი მწვრთნელი ნიკ ნურსი კანადური კალათბურთის ნამდვილი ლეგენდა ხდება. 51 წლის ამერიკელმა სპეციალისტმა ტორონტო ისტორიაში პირველად გაიყვანა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალურ სერიაში.
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „რეპტორსმა“ „მილუოკი ბაქსი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ შტეინი იუწყება, რომ კანადის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდში ნიკ ნურსის დანიშვნას გეგმავს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აზრის არის ამ წინადადებაზე თავად ნურსი. სავარაუდოდ, თავისი გადაწყვეტილების შესახებ კალათბურთელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის დასრულების შემდეგ გააჟღერებს.