ნიკ ნერსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ბოლო 3 წელიწადში უკვე მეორედ მიიღო. როგორც ირკვევა, 53 წლის სპეციალისტი „რეპტორსში“ კიდევ დიდი ხანი დარჩება. „ტორონტოს“ ხელმძღვანელობამ ნერსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ნიკი კანადურ გუნდში მთავარი მწვრთნელის (დვეინ კეისი) ასისტენტად მუშაობდა. მას შემდეგ კი რაც ნერსმა გუნდი ჩაიბარა, მისი მოგება-წაგებათა ბალანსი ასე გამოიყურება – 111 მოგება და 43 მარცხი. ის გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც „ტორონტოსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მიმდინარე სეზონში „რეპტორსი“ „ბოსტონთან“ ნახევარფინალურ სერიაში 4-3 დამარცხდა.