„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი ნიკ იანგი „დენვერის“ ღირსებას დაიცავს.
„ნაგეთსმა“ 33 წლის მსროლელის დამატება დღეს დაადასტურა. „სვეგი ფი“ „გოლდენ სტეიტის“ რიგებში 2018 წელს ჩაირიცხა და „ვორიორზთან“ ერთად კარიერაში პირველი ნბა-ს ბეჭედი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
33 წლის კალათბურთელი ძირითადად შეცვლაზე თამაშობს და სამქულიანების 37.7 პროცენტს აგდებს.