ნიკ დიაზი ბრუნდება
ნიკ დიაზი ბრუნდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საშუალო წონითი კატეგორის ყოფილი მებრძოლი ნიკ დიაზი (26-9-2), რომელიც თავის დროზე ტიტულის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, შესაძლოა სულ მალე ოქტაგონზე დაბრუნდეს. ნეიტ დიაზის უფროსმა ძმამ უკანასკნელი ბრძოლა 2015 წელს გამართა, ანდერსონ სილვასთან განმეორებითი ბრძოლის წინ ჩაგდებული დოპინგ ტესტის შემდეგ კი „სტოქტონელი ძმა“ ოქტაგონზე აღარ გამოჩენილა.

„ბელატორში ბრძოლა შემომთავაზეს, თუმცა მე არ მსურს ხალხის დაზიანება ასეთ დონეზე. რა თქმა უნდა, მე ეს შემიძლია, მაგრამ არ გავაკეთებ. მე ძალიან მალე საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას გავაჟღერებ. საბრძოლო ბიზნესში ვბრუდნები“, – აღნიშნა დიაზმა

36 წლის ნიკ დიაზმა მიმდინარე წლის დასაწყისში დოპინგ ტესტი წარმატებით ჩააბარა. მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ ხორხე მასვიდალთან წააგო, ნიკმა ფლორიდელ მებრძოლთან ძმის წაგებისთვის რევანშის აღება ისურვა. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიკ დიაზისა და ხორხე მასვიდალის შესაძლო ბრძოლა სულაც არ არის არარეალური.