ნიდერლანდური გამოცემის რედაქტორი მიქაუტაძეს გამოექომაგა - 22 წლის ტალანტი ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდა #1TVSPORT
Voetbal International-ის რედაქტორმა, სულეიმან ოზთურქმა, პოპულარულ ნიდერლანდურ გამოცემაში რედაქტორის სვეტი გამოაქვეყნა, სადაც ღიად წერს, რომ მისთვის გაუგებარია გიორგი მიქაუტაძის გახშირებული კრიტიკა. ოზთურქის თქმით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის თვისებები პირველივე დღიდან ეჭვქვეშ არასწორად დააყენეს.
„ძალიან ცოტა ადამიანი თუ შეეცადა ამ ტრანსფერის რეალური მიზნით დაინტერესებულიყო. კარგია, რომ გიორგი მიქაუტაძეს არ ესმის ყველაფერი, რასაც მასზე ამბობენ. ამ ბიჭს შეექმნება წარმოდგენა, რომ კომპლექსურ ექსპერიმენტში მონაწილეობდა, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლიც გახდა.
მიქაუტაძე გასულ სეზონში „მეცში“ სეზონის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მას შეეძლო საფრანგეთის რამდენიმე ცნობილ კლუბში გადასვლა, მაგრამ აირჩია ის სახელი და პოპულარობა, რომელიც „აიაქსს“ საერთაშორისო დონეზე აქვს. ქართველი თავდამსხმელის თვისებები პირველივე დღიდან ეჭვქვეშ დააყენეს. თითქმის ყველა ამბობდა, რომ მან არაფრის გაკეთება არ იცოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო, რომ ის ამსტერდამში საფრანგეთის მეორე ლიგიდან მოვიდა.
მიქაუტაძე სექტემბრის დასაწყისში სიტარდის „ფორტუნასთან“ ერთი წარუმატებელი მატჩის გამო „ჩამოწერეს“. მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლო ორი წლის განმავლობაში საინტერესო გზა გაირა, განვითარდა და 22 წლის ტალანტია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია მაღალ დონეზე თამაში“, – წერს ოზთურქი.