ნიდერლანდური გამოცემა - მიქაუტაძის ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას „აიაქსიც“ მიიღებს #1TVSPORT
გიორგი მიქუტაძის ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას ამსტერდამის „აიაქსიც“ მიიღებს – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა Soccernews-ი ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ფეხბურთელია. 23 წლის ქართველ თავდამსხმელს რთული წელიწადი ჰქონდა. 2023 წლის ზაფხულში „აიაქსში“ გადავიდა, სადაც იშვიათად თამაშობდა და ექვსი თვის შემდეგ „მეცში“ დაბრუნება გადაწყვიტა.
ფეხბურთელის შესანიშნავი ინდივიდუალური სტატისტიკის მიუხედავად (13 გოლი, 4 საგოლე გადაცემა), „მეცმა“ ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა.
ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტურნირის თანაბომბარდირი გახდა და საბოლოოდ, „ლიონში“ აღმოჩნდა. ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ეს განსაკუთრებული ნაბიჯია, რადგან ის ლიონში დაიბადა. კლუბი „მეცს“ ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 18,5 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც „აიაქსი“ 15% მიიღებს, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული“, – წერს Soccernews-ი.