დღეს, ნიდერლანდებში სტარტს აიღებს პირველი ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი, სადაც 16 ეროვნული ნაკრები ითამაშებს. ტურნირის ფინალური ეტაპი 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის გაიმართება.
ევრო 2022 პირველი ტურნირია ფინალური ეტაპის ფორმატის შეცვლის შემდეგ. ადრე ორ წელიწადში ერთხელ 12 გუნდის მონაწილეობით იმართებოდა, ახლა კი ოთხ წელიწადში ერთხელ 16 გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის.
საკვალიფიკაციო ბარიერი თხუთმეტმა გუნდმა გადალახა, რომლებიც ფინალურ ტურნირში მასპინძელ ნიდერლანდებთან ერთად ითამაშებენ. ფინალური ეტაპის მატჩები ამსტერდამსა და გრონინგენში ჩატარდება.
ევრო 2022 დღეს A ჯგუფის მატჩებით გაიხსნება. მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია სერბებს დაუპირისპირდება, მასპინძელი ჰოლანდია უკრაინას უმასპინძლებს.
A ჯგუფი: ნიდერლანდები (მასპინძელი), სერბეთი, უკრაინა, პორტუგალია (ჩემპიონები)
B ჯგუფი: ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი
C ჯგუფი: რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია
D ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
პირველად ევროპაზე
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებში 19 იანვარს გამთენიისას გაემგზავრნენ.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრნონინგენში ჩაატარებს. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი ეროვნული ნაკრების შეხვედრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ევრო 2022. საქართველოს ნაკრების მატჩები
I ტური
22 იანვარი | 17:30. გრონინგენი – მარტინიპლაზა
საქართველო – აზერბაიჯანი
II ტური
26 იანვარი | 20:30. გრონინგენი – მარტინიპლაზა
ბოსნია – საქართველო
III ტური
29 იანვარი | 20:30 გრონინგენი – მარტინიპლაზა
საქართველო – ესპანეთი