ნიდერლანდების ნაკრებში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს
დუაიტ ლოდევეგესი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური იტყობინება. ეს გადაწყვეტილება „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ მიიღეს.
ლოდევეგესი ნიდერლანდების ნაკრებში კუმანის ასისტენტად მუშაობდა. ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს იქამდე, სანამ ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი ახალ მთავარ მწვრთნელს არ იპოვნის.
რონალდ კუმანი ეროვნულ გუნდში 2018 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ნაკრებმა 2019 წელს ერთა ლიგის ფინალამდე მიაღწია და იქ პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდა.