ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, კარანტინი კარანტინი პირველ ივნისამდე გააგრძელოს. ორგანიზაცია ასევე განიხილავს იმ ვარიანტსაც, რომ ვერ დაასრულებს ქვეყნის ჩემპიონატს.
ქვეყნის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველ ივნისამდე ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.
გაზეთ De Telegraaf-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების შემთხვევაში, არ გამოვლინდება ჩემპიონი, ასევე არავინ გავარდება ერედივიზიონიდან. სამაგიეროდ, მთავარ დივიზიონში გადავა ორი კლუბი, რომლებიც დღეისთვის მეორე დივიზიონს ლიდერობენ – „კამბური“ და „გრააფსხაპი“.
ევროთასებზე ადგილები განაწილდება მიმდინარე სატურნირო მდგომარეობით: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილს მიიღებს „აიაქსი“, ამ ტურნირის საკვალიფიკაციაში ითამაშებს „ალკმაარი“, „ფეიენოორდი” მოხვდება ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ეინდჰოვენი“ და „ვილემი“ – საკვალიფიკაციოში.