ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა და საქართველოს პლეი ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა #1TVSPORT
ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებმა შვედეთს უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა.
ნიდერლანდების ნაკრები „ფეარ პლეის“ პრინციპების ერთგული დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა, მეტოქე მაინც დიდი ანგარიშით დაამარცხა – ანგარიში ემეგამ მეორე წუთზე გახსნა, ვან დენ ბერგმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მესამე გოლი კი შვედებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.
ნიდერლანდლებმა ჯგუფში ათიდან ათივე მატჩი მოიგეს, 30 ქულა დააგროვეს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
შვედეთმა შესარჩევი ტურნირი 17 ქულით დაასრულა, ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და საქართველოს ერთი ქულით ასწრებს. რამაზ სვანაძის გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული – უმცროსი „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემთხვევაში მეორე ადგილზე გავლენ და პლეი ოფში ითამაშებენ.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 15 ოქტომბერს, ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.