ნიდერლანდები და ბელგია 18-გუნდიანი გაერთიანებული ჩემპიონატის შექმნას აპირებენ
ნიდერლანდები და ბელგია 18-გუნდიანი გაერთიანებული ჩემპიონატის შექმნას აპირებენ

ნიდერლანდებისა და ბელგიის მთავარი საფეხბურთო ლიგები ერთიან ჩემპიონატში გაერთიანდებიან. ტურნირში 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ცვლილებები ნაკარნახევია მატჩებისადმი ინტერესის გაზრდისა და ტელეტრანსლიაციების გაყიდვით უფრო მეტი ფულის მიღების სურვილით. კომპანია Deloitte-ის გამოთვლებით, ახალი ტურნირის მონაწილეები ჯამში 400 მილიონ ევროს მიიღებენ წელიწადში, იმ დროს, როცა ნიდერლანდებისა და ბელგიის ჩემპიონატები ცალცალკე მხოლოდ 80 მილიონს გამოიმუშავებენ.

ტურნირის ფორმატი შემდეგი იქნება: ნიდერლანდების 10 კლუბი და ბელგიის რვა კლუბი რეგულარულ ჩემპიონატში ითამაშებენ. სეზონის შედეგების მიხედვით, თითოეული ქვეყნის ყველაზე ცუდი გუნდი დატოვებს გაერთიანებულ ლიგას, მათ ადგილს კი დაიკავებენ ლოკალური ჩემპიონები.

ჯერჯერობით უცნობია, პოტენციური ტურნირი როგორ იქნება წარმოდგენილი უეფას კოეფიციენტების ცხრილში.