ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ, შესაძლოა 2019 წლის ზაფხულში დატოვოს კლუბი. როგორც Le10Sport ამტკიცებს, 27 წლის ფრანგისთვის იბრძვიან რეალ მადრიდი, ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი.
კონკრეტულად წერენ, რომ კანტეს ჩელსიდან წასვლა უნდა, რადგან მისი ურთიერთობა ლონდონური კლუბის მთავარ მწვრთნელთან მაურიციო სარისთან მკვეთრად გაუარესდა. ფრანგის პრიორიტეტი რეალთან ან ბარსელონასთან კონტრაქტის გაფორმებაა. კანტეს სატრანსფერო ფასი დაახლოებით 100 მილიონი ევროა.
წლევანდელ სეზონში მან ჩელსის რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.