Street Soccer Dancers ბრაზილიაში მიემგზავრება. 16 ივნისს, 19:00 საათზე, დიდ დიღომში, სარაგბო მოედანზე, Neymar Jr’s Five-ს ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქვეყნის 16 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება კი, თბილისის გუნდმა Street Football Dancers-მა მოიპოვა. სწორედ ისინი წარადგენენ საქართველოს 21 ივლისს, ბრალიზიაში, Instituto Projeto Neymar Jr-ზე, მსოფლიო ფინალზე.
Street Football Dancers-ს მეგობრებისგან შემდგარი გუნდია, რომლის წევრები ბავშვობიდან თამაშობენ ფეხბურთს და სამოყვარულო ჩემპიონატზე უცვლელი შემადგენლობით მონაწილეობენ. დაძაბულ საფინალო მატჩში ისინი თბილისის გუნდ „პიანინოს“ შეხვდნენ. ძირითადი დრო ფრე დასრულდა და მოედანზე გუნდების #1 მოთამაშეები დარჩნენ. გადამწყვეტი გოლი Street Football Dancers-მა გაიტანა და ბრაზილიის საგზური დაიმსახურა.
შესარჩევი თამაშები ივნისში დაიწყო და ქვეყნის ექვს ქალაქში გაიმართა. Neymar Jr’s Five საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობის სურვილი 400-ზე მეტმა გუნდმა გამოთქვა.
შესარჩევი თამაშების გამარჯვებული გუნდები:
თელავი- „შილდა“
გორი- „ცხინვალი“
ქუთაისი- „პლაშატკა“
ბათუმი – „Mad Boys“, „Good Boys“
ზუგდიდი-„საკონსერვო“, „ზუგდიდი“
თბილისი: „Red Army“, „Red Bull“, „Red Skull“, „Street Soccer Dancers“, „ერთობა“, „პიანინო“, „სამბა“, „ბრაზილიის ორპირი“;
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით “Wild Card”-ი ერგოთ გოგონათა გუნდ „თბილისის თბილისს“.
Neymar Jr’s Five 5-5-ზე ფეხბურთია, მარტივი და განსხვავებული წესებით. გუნდებს არ ჰყავთ მეკარე და ყოველ გატანილ გოლზე მოწინააღმდეგე გუნდს ერთი მოთამაშე აკლდება. თამაში შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოთამაშეებს, გუნდში მხოლოდ ორი 25 წელს ზევით მოთამაშე დაიშვება. თითოეულ გუნდში მონაწილეობის მინიმალური რაოდენობაა 5, მაქსიმალური -7. რეგისტრაცია მიმდინარეობდა ვებგვერდზე: www.neymarjrsfive.com/ka/GE
Neymar Jr’s Five მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს მესამედ ტარდება. საფეხბურთო ტურნირში 6 კონტინენტიდან 62 ქვეყანა მონაწილეობს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ჩემპიონატი 2019 წელს ისევ ჩატარდება.