News 18 - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაში ყურადღებას იმსახურებს #1TVSPORT
გამოცემა News18-მა მომავალი ევროპის ჩემპიონატის ხუთი მოვლენა გამოარჩია, რის გამოც ტურნირს განსაკუთრებული მოლოდინები უკავშირდება, ერთ-ერთი მათგანი დებიუტანტი საქართველოს ნაკრების თამაში იქნება – ამის შესახებ წერილს გამოცემა News 18 აქვეყნებს.
„ათვლა დაწყებულია, ევროს 2024-ის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან საყვარელი საფეხბურთო სუპერვარსკვლავების შეჯიბრებას, რომელსაც ზაფხულში გერმანია უმასპინძლებს. გამოვარჩევთ ხუთ ფაქტს, რომლსაც ევროპის ჩემპიონატზე ყურადღება უნდა მივაქციოთ:
1. კრიშტიანო რონალდოს ბოლო ევროპის ჩემპიონატი;
2. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდის, გერმანიის ნაკრების თამაში, რომელმაც ტურნირი ბოლოს 28 წლის წინ მოიგო;
3. ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტის, საქართველოს ნაკრების გამოსვლა;
4. შოტლანდიის პირველ გამარჯვების მოლოდინი, რომელსაც ექვს ტურნირზე ერთი მატჩიც არ მოუგია;
5. ევროპელი სუპერვარსკვლავების სიმრავლე.
„ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე პატარა საქართველომ ისტორია დაწერა – გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში დაამარცხა ლუქსემბურგი, ფინალში კი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულ საბერძნეთს პენალტების სერიაში აჯობა და ისტორიაში პირველად დიდ საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველო მზადაა, წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღოს. გუნდის ლიდერი „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა“, – წერს News 18.