ნევილმა ინფანტინოს შეუტია - ფიფა-ს პრეზიდენტი ადამიანებს არ აერთიანებს #1TVSPORT
გარი ნევილმა გააკრიტიკა ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. სხვა საკითხებთან ერთად, მიზეზი ლგბტ თემის მხარდასაჭერი სამკლაურების მსოფლიო ჩემპიონატზე აკრძალვის გადაწყვეტილება იყო – BBC Sports-ზე გამოსვლისას ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ამის გამო ინფანტინოს ცუდი პიროვნება უწოდა და დონალდ ტრამპს შეადარა.
ამის შესახებ განცხადება გარი ნევილმა — „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ლეგენდამ და „ბიბისის“ ამჟამინდელმა კომენტატორმა, შაბათს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს გააკეთა.
„ინფანტინო ფეხბურთისთვის ცუდი ადამიანია. მე მძულს ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ბორის ჯონსონი, დონალდ ტრამპი, ჯანი ინფანტინო და ზეპ ბლატერი, რომლებიც ადამაინებს კი არ აერთიანებენ, არამედ მხოლოდ ყოფენ. ეს გაყოფის ენაა და არა ენა, რომელიც აერთიანებს ხალხს“, – ამბობს ნევილი.