გუშინ NBA-ში გუნდებმა ბოლო გაცვლები მოახდინეს. „მაიამიმ“ მიაღწია შეთანხმებას „საკრამენტოსთან“ და ნემანია ბილეცას ნაცვლად „კინგსში“ მო ჰარკლესსა და კრის სილვას გაუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს.
მიმდინარე სეზონი 32 წლის სერბისთვის საუკეთესო ნამდვილად არის. კარიერაში ის სამქულიანი დისტანციიდან 39%-იანი სიზუსტით ისვრის.
შეგახსენებთ, რომ „ჰიტის“ წევრი ასევე ვიქტორ ოლადიპო გახდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ „მაიამი“ საგრძნობლად გაძლიერდა.