ნეიმართან და მბაპესთან კონფლიქტის გამო იკარდის „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლა სურს
ნეიმართან და კილიან მბაპესთან დაძაბული ურთიერთობების გამო, მაურო იკარდი შეიძლება „პარი სენ-ჟერმენიდან“ წავიდეს. ამის შესახებ დაწერა ავტორიტეტულმა გამოცემა „ეკიპმა“.
წყაროს ცნობით, არგენტინელს პერიოდულად კონფლიქტი აქვს ნეიმართან და კილიან მბაპესთან. მას არ გამოსდის ამ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა. იკარდი თავს გარიყულად გრძნობს, რადგან ბრაზილიელთან და ფრანგთან თითქმის არ აქვს შეთამაშება.
ცნობილია, რომ იკარდი „ინტერს“ ეკუთვნის და პსჟ-ს აქვს მისი 80 მილიონად გამოსყიდვის უფლება. შექმნილი სიტუაციის გამო, პარიზელებმა, შესაძლოა, უარი თქვან ამგვარი ტრანსფერის განხორციელებაზე.
ამ სეზონში 27 წლის ფორვარდმა 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.