“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს, ამტკიცებს ესპანური გამოცემა ‘ელ მუნდო დეპორტივო’ (El Mundo Deportivo). წყაროს ცნობით, ბრაზილიელი უკვე ელაპარაკა კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას და განუცხადა მათ, რომ იმედგაცრუებული დარჩა საფრანგეთის ჩემპიონატის დონით, აგრეთვე შეცდომა დაუშვა, როცა მიიჩნია, რომ შეეძლო ლიონელ მესის ჩრდილიდან გამ
ოსვლა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ საპირისპირო ტრანსფერი მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში თუ შედგება.
ნეიმარი “ბარსელონაში” 2013-17 წლებში თამაშობდა. წლევანდელი სეზონის წინ, ის პსჟ-ში სარეკორდო 222 მილიონ ევროდ გადავიდა. პარიზელთა რიგებში ბრაზილიელმა 30 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. თებერვლის ბოლოს, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და დაახლოებით სამი თვით გამოვიდა მწყობრიდან.