“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა ნეიმარმა, რომელიც ტრავმირებულ კოჭზე ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის, ვარცხნილობა შეიცვალა – ახლა, მის თავს დრედები ამშვენებს.
ფოტოს განთავსებიდან სულ რაღაც სამ სააათში, ბრაზილიელმა 2.5 მილიონი “მოწონება” შეაგროვა. ცნობისთვის, ნეიმარს “ინსტაგრამზე” 90 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.