„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება, 2013 წელს „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ მისი ტრანსფერის საქმესთან დაკავშირებით, – იტყობინება სააგენტო AFP.
წერენ, რომ ესპანეთის სასამართლომ ამ საქმის დოკუმენტების გადამოწმება დაიწყო. ახლა, საკითხი უნდა განიხილონ სამი მოსამართლის თანდასწრებით. ბრაზილიელი ფეხბურთელი დადანაშაულებულია თაღლითობასა და კორუპციაში, ხოლო მისი შესაძლო პატიმრობის ვადამ, შესაძლოა, ექვსი თვე შეადგინოს.
ნეიმარის გარდა, კორუპციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ფეხბურთელის მშობლები, “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ და მისი წინამორბედი სანდრო როსელი.
მოსარჩელეს როლში გამოდის საინვესტიციო ფონდი DIS, რომელიც ნეიმარზე უფლებებს ფლობდა 2013 წელს, ტრანსფერის განხორციელების მომენტში. “ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნეიმარის ტრანსფერის თანხამ 57.1 მილიონი ევრო შეადგინა. აქედან 40 მილიონი ერგო ფეხბურთელის ოჯახს, კიდევ 17.1 მილიონი – “სანტოსს”. DIS-მა, როგორც ფეხბურთელზე უფლებების მფლობელმა, 6.8 მილიონი ევრო მიიღო იმ თანხიდან, რომელიც “სანტოსს” გადაუხადეს. თუმცა, არსებობს ესპანეთის სასამართლოს ვერსია, რომ კატალონელებს გარიგება 83 მილიონი ევრო დაუჯდათ.