ნეიმარმა თანამედროვეობის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, სიაში ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის საკუთარი რეიტინგი შეადგინა.
„მესი, ლუის სუარესი, მბაპე, პოგბა და ედენ აზარი“, – განუცხადა ნეიმარმა გაზეთ AS-ს.
„ბევრ ფეხბურთელთან ვისურვებდი ერთ გუნდში თამაშს, მაგალითად რომარიოსთან. კიდევ რონალდოსთან, თუმცა, მე მის გამოსათხოვარ მატჩში ვითამაშე. ასევე დავასახელებდი ზიდანსა და იბრაჰიმოვიჩს“, – დაამატა ბრაზილიელმა ფორვარდმა.
საუკეთესოებს შორის ნეიმარს არ დაუსახელებია „იუვენტუსის“ ფორვარდი, „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი კრიშტიანო რონალდო.