ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდს ნეიმარს ოპერაციის გადატანა მოუწევს ტრავმირებულ კოჭზე. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა სერიოზული დაზიანება მიიღო საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “მარსელის” წინააღმდეგ.
აღნიშნავენ, რომ ექიმებმა მარჯვენა კოჭის დაჭიმულობა და ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა დააფიქსირეს. ოპერაციის შემდეგ ნეიმარს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება აღდგენისთვის.
ინფორმაცია დაადასტურა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ: “ნეიმარს ოპერაცია ელოდება მოტეხილობის გამო. ჩემი წყარო ამბობს, რომ ის ორ თვეს გამოტოვებს”.
ამ სეზონში ბრაზილიელმა 30 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლი გაიტანა.