ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიული შედეგი გააუმჯობესა
ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიული შედეგი გააუმჯობესა

პსჟ-ს თავადამსხმელმა ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

მე-15 ტურის მატჩში მან ბორდოსთან (2:2) ჩატარებულმატჩში თავისი 30-ე გოლი გაიტანა ბოლო 32 ჩატარებულ მატჩში, რაც საუკეთესო შედეგია ყველა იმ მოთამაშეთა შორის, ვისაც საფრანგეთში უთამაშია ბოლო 45 წლის განმავლობაში.

ნეიმარი „პსჟ“-ში „ბარსელონადან“ ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო – 222 მილიონ ევროდ გადავიდა. პარიზულ გუნდში წელს მან ჩაატარა 47 მატჩი, სადაც 42 გოლის გატანა და 23 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.