ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა და შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება შეაჩერა და შესაძლოა, 29 წლის ფეხბურთელი კვლავ „ბარსელონაში“ ვიხილოთ, – იუწყება Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, ნეიმარიც და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობაც მზად არიან, რომ ხელშეკრულება გააფორმონ.
ნეიმარის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წელს იწურება და წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა პარიზული კლუბისთვის პრაქტიკულად მთავარი შესაძლებლობაა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის გასხვისებით სოლიდური თანხა მიიღოს.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პარიზელთა შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.