ნეიმარმა გამოაცხადა, რომ მოელაპარაკა პსჟ-ს კონტრაქტის გაგრძელებაზე #1TVSPORT
ნეიმარმა გამოაცხადა, რომ მოელაპარაკა პსჟ-ს კონტრაქტის გაგრძელებაზე #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა RMC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოელაპარაკა პარიზულ გუნდს ახალ კონტრაქტზე.

„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს „პარი სენ-ჟერმენთან“. საჩქარო არაფერია. ყველაფერი შესანიშნავად არის დალაგებული. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ გუნდში“, – თქვა ბრაზილიელმა.

ნეიმარის მიმდინარე ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ივლისამდეა ძალაში. ბრაზილიელი პარიზში 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ფრანგულ გუნდში მან 109 მატჩი ჩაატარა, 84 გოლი გაიტანა და 50 შედეგიანი პასი შეასრულა.