ნეიმარმა დაადასტურა, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
ნეიმარმა დაადასტურა, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

პარიზული გრანდის ბრაზილილემა ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

„კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხი უკვე მოგვარებულია. პსჟ-ში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, –  ციტირებს ნეიმარის სიტყვებს ESPN . – აქ ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს“. 

29 წლის თავდამსხმელი პარიზული კლუბის რიგებს 2017 წლიდან შეუერთდა. 2020/21 წლების სეზონში ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 ბურთი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნეიმარის მიმდინარე კონტრაქტი პარიზულ კლუბთან კი 2020 წლის ივნისში იწურება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 აპრილს „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა 0:1 დათმო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (3:2, 0:1) მაინც გაიმარჯვა და ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდს“ შორის მოგებულს შეხვდება.