ნეიმარმა და პსჟ-მ ოთხწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს
ნეიმარმა და პსჟ-მ ოთხწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი გააგრძელებს კონტრაქტს პარიზულ კლუბთან. გამოცემა RMC-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც ბრაზილიელმა ჟურნალისტმა მარსელო ბეჰლერმა გაავრცელა, კერძოდ, ნეიმარმა და „პარი სენ-ჟერმენმა“ მოილაპარაკეს კონტრაქტის ოთხი წლის გახანგრძლივებაზე.

28 წლის ბრაზილიელის მოქმედი ხელშეკრულება პარიზელებთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა მსოფლიო ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ. მას შემდეგ, ფორვარდმა 101 მატჩი ჩაატარა, 83 გოლი გაიტანა და 46 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.