ნეიმარმა „ბარსელონას“ ყველა პირობა მიიღო, მათ შორის ხელფასის შემცირება
„ბარსელონას“ ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის დაბრუნების დიდი სურვილი აქვს, – იტყობინება ბრაზილიური გამოცემა „ესპორტე“.
ესპანეთის ჩემპიონმა ნეიმარს გარკვეული პირობები წაუყენა, რომლის შესრულების შემდეგ ხელმეორედ გაუფორმებს კონტრაქტს. კერძოდ, ფეხბურთელი უნდა დათანხმდეს ხელფასის დაკლებას, გამოიწვიოს „ბარსელონას“ წინააღმდეგ სარჩელი, რომელიც ფინანსურ საკითხში უთანხმოებას ეხებოდა და საჯაროდ გამოაცხადოს პარიზიდან „ბარსელონაში“ ტრანსფერის სურვილის შესახებ.
ნეიმართან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა მიიღო ყველა ეს პირობა.
ფორვარდი 2017 წელს გადავიდა „ბარსელონადან“ „პსჟ“-ში 222 მილიონ ევროდ. მისი მთავარი მოტივაცია „ოქროს ბურთის“ მოგება იყო, რაც ვერ აისრულა.