ნეიმარმა Gaffer-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ერთ დროს ის ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობდა, რადგან გრძნობდა რომ არ იყო სპორტში ბედნიერი.
„ჩემ თავს ვკითხე მინდოდა თუ არა ფეხბურთის თამაშის გაგრძელება. ერთ დღესაც გავაანალიზე, თუ რამდენი რამ გამოვიარე იქამდე მისასვლელად, სადაც ახლა ვარ. ფეხბურთის მიმართ ჩემმა სიყვარულმა გადამაფიქრებინა ამ გადაწყვეტილების მიღება და დამაბრუნა ისევ მიწაზე“, – განაცხადა ნეიმარმა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იმ ზეწოლის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მის მიმართ ხშირად არის მიმართული და აღნიშნა, რომ ყოველთვის უმკლავდება ასეთ სიტუაციებს.
„მე მარტივად შემიძლია გავუმკლავდე ზეწოლას, სწორედ ამიტომ ვარ ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ 10 ნომერი. მოხარული ვარ, რომ ასეთ გუნდებს წარმოვადგენ და ვიცი, რომ ყოველთვის 100 პროცენტით უნდა ვითამაშო, რადგან ჩემგან ყველა ამას ელოდება.“
ნეიმარს ამ სეზონში 13 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი. მაურისიო პოჩეტინოს გუნდში მისვლის შემდგომ მან კიდევ ერთი ტიტულის მოგება მოახერხა და პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის სუპერთასი მოიგო.