„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა აღნიშნა, რომ მზად არის ახალი სეზონისთვის მზადების დასაწყებად. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დაასრულა აღდგენითი პროცესი ტრავმის შემდეგ, რომელიც კოპა ამერიკას წინ, ყატართან ამხანაგურ მატჩში მიიღო.
„თითქმის 100 პროცენტით ვარ მზად. ერთადერთი, რაც ამჟამად არ მყოფნის – ვარჯიშებია. ვბრუნდები საფრანგეთში, რათა ბიჭებთან ერთად ვიყო“, – მოჰყავს ნეიმარის სიტყვები „გლობოესპორტს“ (Globoesports).
2018-19 წლების სეზონში ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა. ნეიმარი იმედოვნებს ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ დაბრუნებას, რაც უკვე დაადასტურეს კატალონური კლუბის ხელმძღვანელობაში.