ნეიმარის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია
ნეიმარის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერის “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი აპრილის ბოლოს შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, – წერს გაზეთი Mundo Deportivo.
იტყობინებიან, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნამდვილად დაეხმარება პარიზელებს საფრანგეთის თასის ფინალურ მატჩში, რომელიც 8 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნეიმარმა 25 თებერვალს, “მარსელთან” მატჩის დროს დაიზიანა ფეხი და მკურნალობისთვის ოპერაცია დასჭირდა. ამ დაზიანების გამო, ბრაზილიელი იძულებული გახდა, გამოეტოვებინა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.