ნეიმარის მამამ ვაჟის „რეალში“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ნეიმარის მამამ ვაჟის „რეალში“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის ნეიმარის მამა მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო 25 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი “სამეფო კლუბში”.
როგორც Diario Gol წერს, ნეიმარის გადასვლა ესპანეთში 2019 წელს მოხდება.

„თუმცა, ბრაზილიელი პარიზული გუნდიდან წასვლაზე უკვე დღეს ოცნებობს, ამიტომაც, მამამისი გარკვეულ ზეწოლას აპირებს პსჟ-ის პრეზიდენტზე ნასერ ალ-ჰელაიფიზე, რათა მან ფეხბურთელი უკვე 2018 წლის ზაფხულში გაუშვას“- წერს Diario Gol-ი.
გარიგების სავარაუდო თანხად 250 მილიონ ევროს ასახელებენ.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.