ნეიმარის გაყიდვა ზიდანის ერთ-ერთი პირობაა პსჟ-ში სამუშაოდ #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს შეცვლაზე.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo ამტკიცებს, ზიდანის დასარწმუნებლად, რომ მან პარიზული კლუბი ჩაიბაროს, „პარი სენ-ჟერმენს“ მოუწევს ფორვარდ ნეიმართან გამოთხოვება, რადგან ეს ზიდანის ერთ-ერთი პირობაა.
31 წლის ნეიმარის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება. ამ სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 29 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ზინედინ ზიდანი სამუშაოს გარეშეა 2021 წლიდან.