ნეიმარი - წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას ვინისიუსი იმსახურებს #1TVSPORT
„ალ ჰილალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა „ოქროს ბურთის“ 2024 წლის გათამაშებაში მხარი თანამემამულე ვინისიუს ჟუნიორს დაუჭირა.
ნეიმარის თქმით, წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღებას ყველაზე მეტად ვინისიუსი იმსახურებს.
„წელს ყველაზე მეტად „ოქროს ბურთის“ მოგებას ვინისიუსი იმსახურებს. მან ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანა, ნამდვილი მებრძოლი და ყველასთვის სამაგალითოა“, – განაცხადა ნეიმარმა.
2024 წელს მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.